ჩვენ უკვე გავუგზავნეთ რუსეთს წინადადება პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შესახებ. ველოდებით მათგან პასუხს, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით აეახამიამ 24-ე არხს განუცხადა.
არახამიას თქმით, შეხვედრისთვის საკმარისი მასალა არსებობს.
ამასთან უკრაინის დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა ნიკოლაი დავიდუკმა განაცხადა, რომ დონბასის საკითხები შეტანილია ცალკე პუნქტში, რომელსაც ზელენსკი და პუტინი პირისპირ შეხვედრაზე განიხილავენ. მისი თქმით, სხვა სადაო საკითხები უკვე გაჟღერდა.
ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.
ასევე წაიკითხეთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება